უბედური შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2012-06-03 11:18:00

რუსთავში შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ოთხი წლის ბავშვი გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად, ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ჭიათურიდან-რუსთავში გადმოვიდა.

უბედურის შეთხვევის შემდეგ, 4 წლის ბავშვის ცხედარი ჭიათურაში გადაასვენეს.