1-ელ ივნისს "ბასტი-ბუბუს" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-05-31 21:18:00

1-ელ ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ბასტი-ბუბუს" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება "ბასტი-ბუბუს" გუნდის 20 საუკეთესო პროექტი, შესრულდება 20 ახალი საბავშვო სიმღერა.

1992 წლის 10 მაისს პირველი არხის ეთერში პირველად გავიდა ყოველთვიური საბავშვო მუსიკალური გადაცემა "ბასტი-ბუბუ". სიტყვა "ბასტი-ბუბუ" ქართულია და ნიშნავს ჟრიამულს, ბავშვების მიერ გამოწვეულ აურზაურს.

"ბასტი-ბუბუს" საიუბილეო კონცერტი თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.