კვიტაშვილის განცხადებით, ნაშრომი ქართული სისხლის სამართლის ისტორიაში საკმაოდ სერიოზულია და საინტერესო. წიგნში ამ მიმართულების თეორიული და პრაქტიკული საკითხებია შესული, რასაც პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა გიორგი გორაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული თემატიკის წიგნი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი კომბინირებული ნაშრომია. მასში თავმოყრილია როგორც ტერმინოლოგიური სისხლის სამართლებრივი, ასევე პროცესუალური და საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი ასპექტები. წიგნი დაიწერა მარტივი და ყველასთვის გასაგები ენით, რათა ის არაპროფესიონალისთვისაც აღქმადი ყოფილიყო.
სამეცნიერო კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.