სტუ-ში დისერტაციის დაცვა ონლაინრეჟიმში ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 2012-05-31 21:07:00

ხვალ, 1-ელ ივნისს 16:00 საათზე, პირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩატარდება დისერტაციის დაცვა ონლაინრეჟიმში დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. დისერტაციას დაიცავს მიხეილ ქანთარია (სამეცნიერო ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე.

სადისერტაციო ნაშრომის თემაა - "რთულ სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების გამოყენება".

დისერტაციის ნახვა პირდაპირ ეთერში შესაძლებელი იქნება ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების საიტზე - http://bit.gtu.ge . სადისერტაციო მასალის დაწვრილებითი გაცნობა შესაძლებელი იქნება აღნიშნული საიტის ვიდეო არქივში.