სტუ-ში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-05-31 13:04:00

ხვალ, 1-ელ ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდულ კლუბში (სტუ-ის მეორე კორპუსი, კოსტავას 69) ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სტუ-ის ქალთა ასოციაცია.

კლუბის ფოიეში გაიმართება ნორჩ მხატვართა გამოფენა.