დღეს გაიხსნება გამოფენა "ჩეჩნეთის გზაზე"

საქართველო, თბილისი - 2012-05-31 08:43:00

დღეს, 31 მაისს, 20:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში "თბილისის ფოტოფესტივალი 2012" ფარგლებში გამოფენა "ჩეჩნეთის გზაზე" გაიხსნება.

ექსპოზიციაზე ფოტოხელოვანის სტენლი გრინის ფოტონამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
თბილისის მე-3 ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარი ნიუიორკელი ფოტოგრაფი კავკასიაში ჩეჩნეთის ომის თემაზე თავის პირველ გამოფენას დაესწრება.

"თბილისის ფოტოფესტივალი 2012" ევროპის კვირეულის ფარგლებში ტარდება.