სახალხო დამცველისა და საიას ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-05-31 08:20:00

დღეს, 31 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის - "პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება" - პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა მიზნად ისახავს როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებით მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.