ხატია დეკანოიძე, შესაძლოა, დავით აფრასიძემ შეცვალოს
საქართველო, თბილისი - 2012-05-30 18:41:00
![]()
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე, შესაძლოა, შსს-ის არქივის უფროსმა დავით აფრასიძემ ჩაანაცვლოს. აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შსს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
"დავით აფრასიძის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ხატია დეკანოიძის ადგილზე", _ განაცხადა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ: ხატია დეკანოიძე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს წარადგინა.