გურჯაანის სამშობიარო სახლში 37 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2010-01-24 14:38:00

გურჯაანის სამშობიარო სახლში 37 წლის ქალი გარდაიცვალა. 

ექიმების თქმით, ლალი ჩომახაშვილი სასწრაფო დახმარების სამსახური 033-ის თანამშრომლებმა, სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით, შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს.

ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ლალი ჩომახაშვილი რეანიმაციული ღონისძიებების გატარებამდე, საავადმყოფოში მიყვანიდან 3-4 წუთში გარდაიცვალა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალბატონმა, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან მალულად, ეზოში იმშობიარა და ახალშობილი იქვე მიატოვა.

დედის საავადმყოფოში მიყვანიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა ბავშვის პოვნა მოახერხეს.

ახალშობილი გურჯაანის სამშობიარო სახლიდან მრავლობითი ტრავმებითა და დაზიანებებით წუხელ თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.