პატრიარქი შვედეთიდან ბრუნდება

საქართველო, თბილისი - 2012-05-30 08:23:00

დღეს, 30 მაისს, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში დაბრუნდება.

პატრიარქი შვედეთიდან ჩამოვა, სადაც საპროფილაქტიკო გამოკვლევები ჩაუტარდა. ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში 17:30 საათზე ჩამოფრინდება.

ილია მეორე თბილისიდან საფრანგეთში 14 მაისს გაემგზავრა, 18 მაისს პარიზის საკონცერტო დარბაზში გამართული "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო, რომელზედაც უწმინდესის საგალობლები შესრულდა. საფრანგეთიდან კი შვედეთში გაემგზავრა.