დღეს გაიმართება მირონ ხერგიანის "ოქროს ჭედილა ანუ სვანური აზმანის" წარდგინება

საქართველო, თბილისი - 2012-05-29 09:00:00

დღეს, 29 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება მირონ ხერგიანის წიგნის "ოქროს ჭედილა ანუ სვანური აზმანის" წარდგინება.

"ვინც ახლა ამ წიგნს კითხულობს, შეუძლია ჩათვალოს, რომ მტვერწაყრილი ყუთი უჭირავს ხელში. ანტიკვარის მოყვარული სახურავს ნუ ახდის: თვალმარხა განძს ვერ იპოვის - მწირია და ღარიბი. ეს ჩემი სამყაროა, მკაცრად ინდივიდუალური, ჩემთვის ფასდაუდებელი საუნჯე, წინაპართა ჩემთა სამოსახლო, მურყვამები და მაჩუბები, საგვარეულო ეკლესია, აკლდამა - სამაროვანი და მდიდარი ვარ ამით უზომოდ", - წერს ავტორი.