თბილისი ყვავილების ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 2012-05-26 09:29:00

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისი ყვავილების ფესტივალს უკვე მერვედ უმასპინძლებს, რომელიც 9 აპრილის ბაღში ჩატარდება.

ფესტივალში 100-მდე კომპანია და კერძო კოლექციონერი მიიღებს მონაწილეობას.

ყვავილების ფესტივალზე მისულ ადამიანებს ნებისმიერი ყვავილის შეძენა შეეძლებათ.