თბილისი ყვავილების ფესტივალს უმასპინძლებს
საქართველო, თბილისი - 2012-05-25 22:00:00
![]()
ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისი ყვავილების ფესტივალს უკვე მერვედ უმასპინძლებს, რომელიც 9 აპრილის ბაღში ჩატარდება.
ფესტივალში 100-მდე კომპანია და კერძო კოლექციონერი მიიღებს მონაწილეობას.
ყვავილების ფესტივალზე მისულ ადამიანებს ნებისმიერი ყვავილის შეძენა შეეძლებათ.