"საქართველოს მეგობრობის ასოციაციის" თავმჯდომარე სტუ-ის საპატიო დოქტორის დიპლომით დაჯილდოვდა

საქართველო, თბილისი - 2012-05-25 19:26:00


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და თურქეთის ქვეყნებს შორის კულტურული, საზოგადოებრივი და მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში გაწეული დიდი ღვაწლის აღსანიშნავად, "საქართველოს მეგობრობის ასოციაციის" თავმჯდომარე ალი რიზა ალთუნელი-დარბაზიშვილი საპატიო დოქტორის დიპლომით დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. ჯილდო საპატიო სტუმარს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.