26 მაისს მეტრო და ავტობუსი მთელი დღის განმავლობაში უფასო იქნება

საქართველო, თბილისი - 2012-05-25 11:34:00

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო და ავტობუსი მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და ასევე მოსახლეობის მხრიდან რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სამრეწველო აღლუმზე დასწრების სურვილის გათვალისწინებით მიიღო.