დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თსუ-ში საზეიმო სხდომა - "1918 წელი" გაიმართება
საქართველო, თბილისი - 2012-05-25 09:06:00
![]()
დღეს, 25 მაისს, 13:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო სხდომა - "1918 წელი" გაიმართება.
სხდომაზე სიტყვით გამოვლენ თსუ-ის პროფესორები და წაიკითხავენ მოხსენებებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროინდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დამოუკიდებლობის წლებში.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.