დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თსუ-ში საზეიმო სხდომა - "1918 წელი" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-05-24 20:59:00

ხვალ, 25 მაისს, 13:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო სხდომა - "1918 წელი" გაიმართება.

სხდომაზე სიტყვით გამოვლენ თსუ-ის პროფესორები და წაიკითხავენ მოხსენებებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროინდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დამოუკიდებლობის წლებში.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.