საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-05-23 08:40:00

სარემონტო სამუშაოს გამო, დღეს, 23 მაისს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება ბახტრიონის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.