მთვარემ მზე 74%-ით დაფარა

საქართველო, თბილისი - 2012-05-21 10:00:00

რუსეთში, ციმბირისა და შორეული აღმოსაველთის, ასევე იაპონიის მოსახლეობამ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად მზის დაბნელება იხილა, რომლის დროსაც მთვარემ მზე 74%-ით დაფარა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ეს იყო ბეჭდისმაგავარი დაბნელება, რომლის დროსაც მზრე არასრულად იფარება მთვარის მიერ. მთვრის ირგვლივ კი კაშკაშა ნათება ჩანს.

ბოლოს ანალოგიური დაბნელება 1997 წელს მოხდა, მაშინ მთვარემ მზე 85%-ით დაფარა.