სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე თსუ-ში საჯარო ლექციას წაიკითხავს

საქართველო, თბილისი - 2012-05-21 08:43:00

დღეს, 21 მაისს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე მინ ჟუ სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ლექციის თემა: „გლობალური ეკონომიკა - სავალუტო ფონდის ხედვები." ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დაესწრებიან.