"ჩერქეზული კულტურის ცენტრში" პოლ ჰენზისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-05-19 10:56:00

დღეს, 19 მაისს, 13:00 საათზე სსიპ "ჩერქეზული კულტურის ცენტრში", ამერიკელი პოლიტოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, პოლ ჰენზისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

პოლ ჰენზის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ჩერქეზული პრობლემატიკის შესწავლას. ღონისძიება, ასევე, ემთხვევა მისი გარდაცვალების დღეს - 2011 წლის 19 მაისს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმარი აშშ-იდან - "საერთაშორისო ჩერქეზული კონსილიუმის" თავმჯდომარე, იად იაღარი, აშშ საელჩოს წარმომადგენლობა, ადგილობრივი ქართულ-ამერიკული სკოლებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობა, თბილისისა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესურა, საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, კავკასიის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება.