ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს სტუდენტები მოემსახურებიან

საქართველო, თბილისი - 2012-05-19 10:56:00

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ სიურპრიზს სთავაზობს. დღეს, 19 მაისს, 12:00 საათზე, ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს ბიბლიოთეკარების ნაცვლად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები მოემსახურებიან.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს 12 სტუდენტი. ასეთი აქცია უკვე მეორედ ტარდება.

წინა აქციაში მკითხველებს ბიბლიოთეკარების ნაცვლად ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატები მოემსახურნენ.