ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს სტუდენტები მოემსახურებიან

საქართველო, თბილისი - 2012-05-18 20:20:00

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ სიურპრიზს სთავაზობს. ხვალ, 19 მაისს, 12:00 საათზე, ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს ბიბლიოთეკარების ნაცვლად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები მოემსახურებიან.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს 12 სტუდენტი. ასეთი აქცია უკვე მეორედ ტარდება. წინა აქციაში მკითხველებს ბიბლიოთეკარების ნაცვლად ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატები მოემსახურნენ.