EANA-ს დელეგაციის წევრები ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებენ

საქართველო, თბილისი - 2012-05-17 19:01:00

ხვალ, 18 მაისს, თბილისში ვიზიტით მყოფი, ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის (European Alliance of News Agencies - EANA) გენერალური მდივანი ერიკ ნულენი და დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "Press Association"-ის აღმასრულებელი დირექტორი კლივ მარშალი ოკუპაციის მუზეუმს და თბილისის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ხელმძღვანელობასთან.

ნულენმა და მარშალმა ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენში" გამართეს შეხვედრები.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე ნულენი და მარშალი ალიანის გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ მოხსენებას, რომელის საფუძველზედაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.

ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსი - EANA თავის რიგებში აერთიანებს ევროპის ქვეყნების ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტოებს. მათ შორის: AFP, Press Association, LUSA, EFE, ANSA, BTA, SDA, BELGA, ANP, DPA, RITSAU, APA, ITAR-TAAS, UKRINFORM, PAP და ა.შ..