ნანა თოფურია სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 2012-05-17 11:07:00

მოქალაქე ნანა თოფურიამ გამოაცხადა უვადო შიმშილობა, ამხანაგობა ,,დელისი3"-ის მშენებლობის მიმდებარედ.

თოფურა აცხადებს რომ ის ამხანაგობა ,,დელისი 3"-ის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს და შიმშილობას აგრძელებს სახალხო დამცველის აპარატის შენობის წინ. მოქალაქე ნანა თოფურია სახალხო დამცველს სთხოვს დახმარებას.

შგახსენებთ, რომ მოქალაქე ნანა თოფურია რამდენიმე დღის წინ ,,დელისი 3"-ის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობას გეგმავდა, თუმცა სამართალდამცავცებმა მისი ეს მცდელობა აღკვეთეს.