აღნიშნულ მოედნებზე წარმოდგენილია მაღალი ხარისხის საგზაო აღჭურვილობა, საგზაო ნიშნები, ველოსიპედები და თემატიკიდან გამომდინარე გასართობი საშუალებები. პროექტის მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ, პრაქტიკული ტრეინინგებისა და მეცადინეობების საშუალებით მოზარდების ცნობიერების ამაღლებას.
ნებსმიერ სკოლას შესაძლებლობა ექნებნა საკუთარი სკოლის მოსწავლეები ადგილზე მოიყვანოს და პრაქტიკული თუ თეორიული მეცადინეობები ჩაუტაროს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და ესტონეთის მთავრობა პროექტის გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს და მსგავსი სახის მოედნები ქალაქის სხვადასხვა უბანში მოეწყობა.
ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" 2006 წელს დაფუძნდა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისა (FIA Fოუნდატიონ) და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით. ფონდი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.