ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2012-05-16 11:07:00

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგად მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

ავარიის შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მჯდომი ქალბატონიც.

დაზარალებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.