რაც შეეხება ფონდის დაფინანსების საკითხს, ის მეტრეველის განმარტებით, "ქომაგს" უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები აფინანსებენ. თუმცა მან კონკრეტული გვარების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
ფონდში შექმნილია 5 კაცისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც პოლიტიკურად რეპრესირებულთა საქმეებს შეისწავლის. ია მეტრეველმა არც კომისიის შემადგენლობის გვარების დაკონკრეტება ისურვა.
"ფონდის მიზანია სწორედ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ და თავისუფალი აზრისთვის არიან რეპრესირებულნი", _ აცხადებს მეტრეველი.