12 აპრილს, კენჭისყრების დაწყებამდე, ,,ქართული დასის,, ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დეპუტატები დაითვალა და დააფიქსირა, რომ სხდომათა დარბაზში კვორუმისთვის მათი საჭირო რაოდენობა არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ამ დღეს კენჭისყრების პეოცედურა ჩაიშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ დეპუტატებს შორის, რომელებიც ხელფასს ვერ მიიღებენ აკაკი ბობოხიძე, ენზელ მკოიანი და ელენე ჯავახაძე არიან. არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატებისთვის დაქვითული ხელფასები საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.