მიხაკო წერეთლის "გილგამეშიანი" წარმოადგენს "გილგამეშის ეპოსის" ერთ-ერთ უპირველეს თარგმანს მსოფლიოში. ქართული არის ერთერთი პირველი ენა -გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე თარგმნის შემგედ "გილგამეშის ეპოსი" ქართულ ენაზე ითარგმნა. მიხაკო წერეთლის მიერ თარგმნილი „გილგამეშიანი" კონსტანტინოპოლში 1924 წელს გამოიცა. იმ დროისთვის არ არსებობდა ეპოსის რუსული თარგმანი. მიხაკო წერეთელი თარგმანზე ემიგრაციაში ყოფნისას ბრიტანეთის მუზეუმში მუშაობდა და ძირითადად აშურბანიპალის ბიბლიოთეკის ასურულ ვერსიას ეყრდნობოდა. წერეთლისეული თარგმანი გამოცემისთანავე აიკრძალა საბჭოთა კავშირში და ის მიუწვდომელი დარჩა საქართველოსთვის. ქართველი მკითხველი მიხაკო წერეთლის ამ უნიკალურ თარგმანს პირველად გაეცნობა.