დღეიდან ყველა ის სახლი აღირიცხება, რომელიც სტიქიამ დააზარალა
საქართველო, თბილისი - 2012-05-15 09:53:00
![]()
თბილისის მერიის სამოქმედო გეგმის მიხედვით დღეიდან ყველა ის სახლი აღირიცხება, რომელიც სტიქიამ დააზარალა.
თავდაპირველად სპეციალური ჯგუფები ზარალს დაითვლიან, შემდგომი ეტაპი კი პრობლემის მოგვარება იქნება. დედაქალაქის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებთან ინდივიდუალურად იმუშავებს.