სააპელაციო განაცხადების მიღება 15 და 16 მაისს გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ასევე ელექტრონულად (მინდელის N9) მოხდება.
სააპელაციო პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება www.naec.ge -ზე.
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა, რომელიც ასევე სერტიფიცირებული პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი, პირველად შარშან, 2011 წელს ჩატარდა.
2012 წელს გამოცდა 2000-ზე მეტმა სერტიფიცირებულმა პედაგოგმა ჩააბარა.