სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 2012-05-13 18:49:00

თბილისში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია - ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი 5 წლის ეთერი და 6 თვის ნუცა. მაია ხუდოევი და იულია ქომურჯიშვილი.

ანა წკრიალაშვილი გორის რაიონიდანაა. მისი და ორი მცირეწლოვანი გოგონას ცხედარი გორის რაიონის სოფელ შავშვებში გადაასვენეს.

ანა წკრიალაშვილი 5 წლის ეთერისთან და 6 თვის ნუცასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სტიქიის დროს კი იგი ახლობელთან მაია ხოდოევთან სტუმრად იმყოფებოდა.

მეხუთე გარდაცვლილი 84 წლის იულია ქომურჯიშვილია, რომელიც მაშველებმა დღეს დილით ნახეს.