ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს

საქართველო, თბილისი - 2012-05-13 16:47:00

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ვწუხვარ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 5 მოქალაქის სიცოცხლე იმსვერპლა. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მსხვერპლის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა", - აცხადებს ალასანია.