კოკისპირული წვიმის შედეგად თბილისსა და ბაკურციხეში დევნილთა საცხოვრებლები დაიტბორა

საქართველო, თბილისი - 2012-05-13 14:19:00

კოკისპირული წვიმის შედეგად თბილისა და ბაკურიციხეში დევნილთა საცხოვრებლები დაიტბორა.

დატბორილია თბილისში ნუცუბიძის 4-ში ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, ყოფილი გოგირდის აბანოების შენობის პირველი სართული წყლითაა დაფარული. ასევე დაიტბორა ნუცუბიძეზე ტაქსოპარკი და მის უკან მდგომი შენობა და ვაჟა ფაშაველას 42-ში მდებარე ცეკავშირის შენობა. ყველა ამ ობიეტში დებნილები არიან განთავსებული.

წყალდიდობამ დააზიანა ბაკურციხეში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები. მწყობრიდან გამოვიდა გაზის მილები.