ღვარცოფის დროს გარდაცვლილი 3 ადამიანი, სავარაუდოდ სტუმრად იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 2012-05-13 01:57:00

ღვარცოფის დროს გარდაცვლილი 3 ადამიანი, სავარაუდოდ სტუმრად იმყოფებოდა. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

"ამ დროისთვის შემიძლია დავადასტურო რომ დაღუპულია სამი ადამიანი. თუმცა მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. სავარაუდოდ, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ერთ-ერთ სახლში, რომელიც გაქირავებული იყო", - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტიქიის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი.