თბილისის მიმდებარე სოფლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-03-19 13:41:00

ქვესადგურში `კიკეთი" სარემონტო სამუშაოების გამო 22 მარტს 12 საათიდან 16 საათამდე თბილისის მიმდებარე სამ სოფელს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.

სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.