კონსერვატიული პარტია ადგილობრივ არჩევნებში წარსადგენ კანდიდატებზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 2010-01-13 14:46:00

კონსერვატიული პარტია ადგილობრივ არჩევნებში წარსადგენ კანდიდატებზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორებში" განუცხადეს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, ამ მიზნით 16 იანვარს, 12:00 საათზე, კინოს სახლში "კონსერვატორების" საერთო კრება გაიმართება.

"სწორედ ამ კრებაზე მოხდება ადგილობრივ არჩევნებში წარსადგენ კანდიდატებზე მსჯელობა", - განმარტავენ "კონსერვატორებში".

შეგახსენებთ, რომ პარტიამ ამ დროისთვის მხოლოდ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს დასახელებული, რომელზეც "კონსერვატორებმა" საკუთარი ლიდერი ზვიად ძიძიგური დაასახელეს.