მათი ინფორმაციით, ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებიან ე.წ. პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა, ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია, ე.წ. შს მინისტრი ოთარ ხეცია, ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, ე.წ. გენპროკურორი საფარბეი მიკანბა და სხვები.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს, ალექსანდრე ანქვაბს, თავს დაესხნენ. უცნობებმა მისი მანქანა გუდაუთის რაიონში ავტომატური იარაღით დაცხრილეს. სეპარატისტთა ლიდერი არ დაშავებულა. გარდაცვლილია მისი დაცვის ერთი წევრი, სამი კი მძიმედ დაჭრილია.