"ეკონომიკური აქტივობის კუთხით დეკემბერი საკმაოდ აქტიური იყო. 2011 წელს ეკონომიკის ზრდას 6,8 პროცენტი იქნება პლიუს მინუს 0,1 პროცენტი" - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ექსპორტი. 2011 წელს ექპოსრტი გაზრდილია 39 პროცენტით. ანალიგიური ზრდა იყო 2010 წელსაც რადგანაც 2010 წელს ექსპორტი 39 პროცენტითაა გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს 2010 წელს იმპორტი 17 პროცენტით გაიზარდა ხოლო 2011 წელს 34 პროცენტით.
პრემიერ-მინისტრის გამარტებით, გაორმაგებულია ავტომობილების, თხილის და სასუქის ექსპორტი, ხოლო იმპორტში გაზრდილია სამშენებლო მასალების და კომპიუტერების იმპორტი.