წელს პირველად, ჩვენების პარალელურად, გაიმართება პროექტში მონაწილე ქალების ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრებს შორის ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ივან რომანოვსკი დაესწრება, რომელიც საქართველოში 4 დღით ჩამოდის.
ჩვენების მონაწილეების ჩაცმულობაზე დიზაინერებმა სალომე ამანათაშვილმა და ნინო გოგიბერიძემ იზრუნეს. წარმატებული ქალბატონები პოდიუმზე თაკო რუხაძის აქსესუარებს და მაღაზია "მოდარტის" ბეწვეულს წარმოადგენენ. სპეციალურად პროექტისთვის დიზაინერმა ნინო გოგიბერიძემ ტრადიციული ქართული სამოსი - ყაბალახები შექმნა, რომელთაც მონაწილეები ჩვენებაზე მოირგებენ.
პროექტი "წარმატებული ქალი პოდიუმზე" პირველად 2008 წელს განხორციელდა. ჩვენება ტრადიციულად ზამთრის სეზონზე იმართება და ის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ქალებს აერთიანებს.