ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში პარლამენტში ღონისძიება იმართება

საქართველო, თბილისი - 2011-12-06 08:42:00

ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში 6 დეკემბერს პარლამენტში ღონისძიება იმართება, რომელშიც პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში უმასპინძლებს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განსახორციელებლად შემუშავებული ეროვნული სამოქმედო გეგმის (პროექტის) საჯარო განხილვას.

ბიუროს სხდომაზე სხდომის წამყვანმა გიორგი წერეთელმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიანი კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

წერეთელის განცხადებით, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში საგანგებო შეხვედრა იგეგმება, სადაც მონაწილეობას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად პარლამენტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.