განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს

საქართველო, თბილისი - 2009-01-04 12:06:00

 


დღეს, 4 იანვარს, დილით, დაახლოებით 8:00 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სროლა გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან განხორციელდა.

ისროდნენ როგორც ყუმბარმტყორცნებიდან, ასევე ავტომატური იარაღიდან. დაჭრილები არ არიან.