საკანონმდებლო ცვლილებები ‘'საჯარო რეესტრის შესახებ" და „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში შევიდა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოიხსნება ტერიტორიული შეზღუდვა. დღემდე, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მსურველ პირებს განცხადებით უნდა მიემართათ საგადასახადო ორგანოს 9 რეგიონული სერვისცენტრიდან ერთ-ერთისთვის, მისი იურიდიული მისამართის მიხედვით. ვინაიდან აღნიშნული სერვისცენტრები განთავსებულია ქვეყნის მხოლოდ დიდ ქალაქებში, მომსახურების ამგვარი ფორმა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის სხვა ქალაქსა თუ რაიონში მაცხოვრებელ პირებს.

საკანონმდებლო ცვლილებებით მნიშვნელოვნად მარტივდება სარეგისტრაციო მომსახურების ან ინფორმაციის მიღების პროცედურა. განცხადების წარდგენა და დოკუმენტაციის მიღება უკვე შესაძლებელი იქნება არა ფინანსთა სამინისტროს 9 რეგიონულ სერვისცენტრში, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც თავის საქმიანობას 68 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით ახორციელებს. რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელი იქნება საჯარო რეესტრის 300-მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან ან ინტერნეტის მეშვეობით