მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინის ენისა და დამწერლოის დღე მიულოცა

საქართველო, თბილისი - 2011-11-09 15:51:00

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინის ენისა და დამწერლოის დღე მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა უკრაინულ არხზე 1+1 გადაიცა.


„უკრაინული ენა, უკრაინელი ერის მსგავსად - თავისუფლების მოყვარული და ამაყია. მან ყველა გამოცდა გაიარა და ბრძოლით მოიპოვა არსებობის უფლება. ამბობენ ერის ენა - მისი სულია და სწორად ასე მიმაჩნია - უკრაინის სული ისეთივეა, როგორიც უკრაინული ენა" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.