საქართველოს ბანკი” ანაბარის გახსნისთანავე, მომხმარებელს, ორი თვის საპროცენტო სარგებელს საჩუქრად გადასცემს
საქართველო, თბილისი - 2011-11-03 13:05:00
“საქართველოს ბანკი" ანაბრებზე უპრეცედენტო შეთავაზებას იწყებს. ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელიც 2011 წლის 1 დეკემბრამდე გახსნის ვადიან ანაბარს “საქართველოს ბანკში”, ანაბრის გახსნისთანავე ხელზე, საჩუქრად მიიღებს, ანაბრის საპროცენტო სარგებელს. 4-იდან 8 თვის ჩათვლით გახსნილ ვადიან ანაბარზე საჩუქრად მიიღებს 1 თვის პროცენტს, ხოლო 9-იდან 24 თვის ჩათვლით გახსნილ ვადიან ანაბარზე საჩუქრად გადაეცემა 2 თვის პროცენტი.