ბანკი "რესპუბლიკა" ავტომობილის შეძენის მსურველებს სთავაზობს ავტოგანვადების მარტივ და მოქნილ პირობებს. ავტოგანვადების საპროცენტო განაკვეთი 0%-იდან იწყება, ხოლო სესხის ვადა 5 წლითაა განსაზღვრული.
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "ექსპო ჯორჯiას" მე-11 საგამოფენო პავილიონში ბანკის წარმომადგენლები და ავტოშოუს ორგანიზატორები ვრცლად ისაუბრებენ განვადების პირობებსა და შესაძლებლობებზე, აგრეთვე, ავტოშოუზე წარმოდგენილ ბრენდებსა და მონაწილე მხარეებზე. ავტომობილის შეძენის მსურველებს ექნებათ ადგილზე მანქანის განვადებით შეძენის შესაძლებლობა მაქსიმალურად კომფორტული პირობებით.
გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ამ დარგების პროფესიონალებს, მოისმინონ კვალიფიციური სპეციალისტების რჩება, დაესწრონ პრეზენტაციებს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის აქციებში.