სექტემბრში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 34%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2011-10-12 16:04:00

სექტემბრში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 34.0%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 46 854 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერი, 2007-2009 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის სექტემბერთან (43 917 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 6.7%-ით, 2008 წლის სექტემბერთან (24 338 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 92.5-ით და 2009 წლის სექტემბერთან (33 118 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 41.5%-ით.