მსახიობ დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავი იხსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა ორგანიზების სამსახურის უფროსმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავის გახსნა 20 ოქტომბრისთვის იგეგმება. დოდო ჭიჭინაძეს 20-მდე ფილმში აქვს ნათამაშები. მათ შორისაა: "ბაშიაჩუკი", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", "ცისკარა", ჭრიჭინა", "ბედნიერი შეხვედრა" და სხვები. დოდო ჭიჭინაძე საქართველოს დამსახურებული არტისტი(1960) და სახალხო არტისტია (1976).