დედოფლისწყაროში სხვისი ხორბლის მოსავლის აღების ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2011-09-30 14:35:00

დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა სხვისი ხორბლის მოსავლის აღების ბრალდებით, სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეს დედოფლისწყაროს პოლიციის დეტექტივ - გამომძიებელი დავით პოპიაშვილი იძიებს.